შალვა პაპუაშვილი - დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა

არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა - არასამთავრობო ორგანიზაციები კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, ხალხი არ უსმენს რადიკალებს და რადიკალი პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რაც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, "როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება".

„სამწუხარო რეალობაა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას მარტო გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით, ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რაც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს. რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში. დრომ გვიჩვენა, რომ, სიმართლე არ აღმოჩნდა კანონპროექტით შეშფოთებული ჯგუფების მაშინდელი მტკიცება, თითქოს უცხოური დაფინანასება საზოგადოებისთვის ისედაც გამჭვირვალეა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია