ზაზა გოგავა - მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა, შეწყალებას!

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ხაზგასასმელია ის, რომ ითხოვენ კონკრეტულად გათავისუფლებას და არა, შეწყალებას.

„მოგეხსენებათ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მხარდამჭერებმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქ მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა, შეწყალებას! მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება. ეს ღონისძიება, რომელიც დღეს ტარდება, იქნება პერმანენტული, რათა მიხეილ სააკაშვილს მისცეს უფლება, თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია