კახა კალაძე „ლელოს“ დაპირებაზე 1000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით - კარგად ჩანს, რომ ეს არის ძალიან დიდი ბლეფი და ტყუილი, რომელიც ხაზარაძეს საკუთარი წარსულიდან გამომდინარე თან მოსდევს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლელოს” დაპირება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით “ძალიან დიდი ბლეფი და ტყუილია, რომელიც ხაზარაძეს საკუთარი წარსულიდან გამომდინარე თან მოსდევს”.

კახა კალაძის განცხადებით, მისი ინტერესის საგანი არ არის ის, თუ რა ხდება პარტია „ლელოში”. ამასთან, განმარტავს, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მათი განცხადებები “ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო”.

„ერთი რამ ცხადია, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო. როდესაც კონკრეტიკაში შევიდნენ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. პენსიასთან დაკავშირებითაც ჯაფარიძემაც სულ სხვა განცხადება გააკეთა, მისი თანაგუნდელები სხვას ამტკიცებდნენ. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ძალიან დიდი ბლეფი, დიდი ტყუილი, რომელიც ხაზარაძეს საკუთარი წარსულიდან გამომდინარე თან მოსდევს”, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ესხმის თავს, მმართველი გუნდი “ლელოს”, კალაძე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” არავის ებრძვის.

“ქართული ოცნება” თავს იცავს, იმდენი ბრალდება და შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში…. არავის მივცემთ შესაძლებლობას საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ”, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს