არმაზ ახვლედიანი შალვა პაპუაშვილს - წარმოადგინეთ თქვენი ხედვა, თუნდაც, მოკლედ - რას ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საპარლამენტო უმრავლესობის, თქვენი გუნდის მხრიდან, რომ შეიქმნას ნდობის გარემო წინასაარჩევნოდ

საყვედურის ნაცვლად, უფრო სწორი იქნებოდა ყოფილიყო მზაობა წინასაარჩევნო პერიოდის ნორმალურ ვითარებაში ჩასატარებლად თანამშრომლობისთვის - კარგად ხვდებით, რა შეიძლება მოჰყვეს 2024 -ში არასამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს უკვე 2025 წელს საქართველოსთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი ანგარიში მოისმინეს.

ახვლედიანი დაინტერესდა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მმართველი გუნდი იმისთვის, რომ წინასაარჩევნო ნდობის გარემო შეიქმნას.

„თქვენი გამოსვლის პირველივე წუთებში, რბილად რომ ვთქვათ, საყვედური მოვისმინეთ ოპოზიციის მისამართით, არადა საარჩევნო წელს გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა ამ მეტწილად არაობიექტური საყვედურის ნაცვლად ყოფილიყო მზაობა წინასაარჩევნო გარემოს ნორმალურ ვითარებაში ჩასატარებლად თანამშრომლობისთვის. მართალია, ბოლოს თქვენ მოგვიწოდეთ, რომ იქნებ ასეთ თანამშრომლობაზე გვეფიქრა, მაგრამ მე მირჩევნია ამ მოწოდებას, თუნდაც ბოლოში ნათქვამს, მოჰყვეს კონკრეტული ქმედება, საქმე და არა მხოლოდ სიტყვა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტს, მის უმრავლესობას, უმრავლესობის მიერ შერჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და თქვენ კარგად ხვდებით როგორც გამოცდილი იურისტი, რა შეიძლება მოჰყვეს 2024 -ში არასამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს უკვე 2025 წელს. მოჰყვეს არა ოპოზიციისთვის ან სხვებისთვის, არამედ საქართველოსთვის. ამ პასუხისმგებლობის გააზრებით მინდა გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი ხედვა, თუნდაც, მოკლედ - რას ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საპარლამენტო უმრავლესობის, თქვენი გუნდის მხრიდან, რომ შეიქმნას ნდობის გარემო წინასაარჩევნოდ,“- განაცხადა ახვლედიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს