იტალია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

იტალია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

„იმ სურვილის დადასტურება, რომ დავითს რუსი გოლიათისგან თავდაცვის რესურსები ჰქონდეს, ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ კიევისთვის დახმარების აღმოჩენას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„იმ დროს, როდესაც უკრაინა რუსეთის მუდმივი თავდასხმების ქვეშ იმყოფება, შეთანხმება მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართალს ვიცავთ“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან უკვე გააფორმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა