შალვა პაპუაშვილი - ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთთან სანქციების ომში შესვლა ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? ეს ან მიამიტობაა, ან სახელმწიფო ინტერესებზე განზრახ ღალატი - ახლა მაინც თქვით, რომ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით

ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთთან სანქციების ომში შესვლა, ჩვენთვის ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? არ გამოგვიცდია, არ ვიცით, რა ინსტრუმენტები არსებობს? ეს ან მიამიტობაა, ან სახელმწიფო ინტერესებზე განზრახ ღალატი - ახლა მაინც დაასრულეთ ეს და თქვით, რომ გვერდით ვუდგავართ უკრაინას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც ის საკუთარი ანგარიშის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სანქციების მიღების პროცესში არ მონაწილეობს, იცავს მას და სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ლელოს“ შემოტანილი რომ აქვს საქართველოს დაქცევის რეზოლუცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით - ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთთან სანქციების ომში შესვლა, ჩვენთვის ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? არ გამოგვიცდია, არ ვიცით, რა ინსტრუმენტები არსებობს? ან მიამიტობაა, ან სახელმწიფო ინტერესებზე განზრახ ღალატი. ახლა მაინც დაასრულეთ და თქვით, რომ ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინას, სოლიდარობას ვუცხადებთ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით - ვერც იარაღს მივაწვდით და ვერც მებრძოლებს ვერ გავაგზავნით, წერტილი! მეორე - ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას და მსოფლიო საზოგადოებას, საშუალებას არავის მივცემთ, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს საქართველო, მაგრამ არ დავაწესებთ რუსეთთან ორმხრივ სანქციებს, რადგან ეს ჩვენ უფრო დაგვაზიანებს. ჩახედეთ, როგორ მიიღება ევროკავშირში სანქციები. რატომ გრძელდება სანქციებზე საუბარი ამდენი ხანი? იმიტომ რომ ყოველი წევრი ქვეყანა საკუთარ ინტერესებს უყურებს. იმას უყურებს, რომ რაღაც პროდუქტზე რომ სანქციას შემოიღებენ, შემთხვევით მისი ფერმერი ხომ არ დაზიანდება? ასე უყურებენ ამ ყველაფერს. ვინაიდან მათ ვეტოს უფლება აქვთ, მათ აქვთ ბერკეტი. ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაში არ ვმონაწილეობთ, არავინ გვეკითხება, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესი ან ეკონომიკური ინტერესი, ისე მიიღება ეს სანქციები. იმდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ ვამბობთ, რომ იმის მიუხედავად, რომ სანქციებისთვის ქართველ ხალხს ლეგიტიმაცია არ მიუცია, არ ვყოფილვართ ჩართული, ვაღიარებთ და ვიცავთ ამ სანქციებს და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ამის დარღვევის. თქვენ არ იყავით ამ დეზინფორმაციის მონაწილეები? ან ჩუმად ისხედით და არ ამხელდით, როდესაც თქვენი კოლეგა, ქალბატონი ელენე ხოშტარია ყოველ მეორე კვირას მართავდა შეხვედრებს და ხან რომელი გემის შემოცურვას და თვითმფრინავის გადაფრენას აანონსებდა, ხან რას და ხან - რას. ყველაფერი ტყუილი იყო. ჩვენ და საზოგადოებას მარტო გვიწევდა ბრძოლა ამ დეზინფორმაციის წინაშე.

პანდემიის დროსაც გახსენი-ჩაკეტეს ისტერია რომ იყო, დაგავიწყდათ? ვინ იყო ამ ისტერიის ფლაგმანში, არ იყო რადიკალური ოპოზიცია? ჩაიკეტებოდა, გახსენი, გახსენიო; გაიხსნებოდა - ჩაკეტე, ჩაკეტეო. აქ ხომ მიზანი ერთადერთი იყო? - ისტერიის შექმნა. ასე რომ, სარკეს ნუ დააბრალებთ, თუ თქვენი ფიგურა არ მოგწონთ. დააბრალეთ საკუთარ თავს და თუ რაიმე არასწორია, ვისაუბროთ. არ გვიჭირს არცერთ საკითხზე ღია და არგუმენტირებული საუბარი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოვამზადე დღევანდელი მოხსენება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ შორის ამ დარბაზშიც მოგვიწია იმ ისტერიის ჩახშობა, რომელიც დაკავშირებული იყო ხან ომში შესვლასთან, ხან სანქციებთან. ამიტომ მინდოდა ჩემი წუხილი გამეზიარებინა - ნაცვლად იმისა, რომ იმ საკითხებზე, რაზეც ამბობთ, რომ თითქოს თქვენი ინტერესია, ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები, შემოსულიყავით და გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ