მამუკა მდინარაძე „ლელოდან“ თაზო დათუნაშვილის შესაძლო წასვლაზე - ეს კაცი მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ და ვერ „გააპრავებდა” ამ ყველაფერს - შეიძლება ამიტომ დატოვა პარტია

შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ეს კაცი მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ და ვერ „გააპრავებდა” ამ ყველაფერს და შეიძლება ამიტომ დატოვა პარტია, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარტია “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრის თაზო დათუნაშვილის მიერ, პარტიიდან წასვლის შესახებ.

მისივე თქმით, არ იცის კონკრეტულმა ადამიანმა რატომ დატოვა პარტია, მაგრამ 1000 ლარიან პენსიაზე წარმოდგენილი პუნქტები ერთმანეთს გამორიცხავდა.

„სინამდვილეში არანაირი ასეთი პარტია [“ლელო”] არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი. არ ვიცი კონკრეტულმა ადამიანმა რატომ დატოვა პარტია, მაგრამ 1000 ლარიან პენსიაზე შემიძლია გითხრათ, რომ როცა მათ პუნქტები წარმოადგინეს, ერთი პუნქტი მეორეს პირდაპირ გამორიცხავდა. როდესაც რუსეთის სანქციაზე არის საუბარი, ეს თავისთავად ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის უკან დახევას. ეკონომიკის უკან დახევის პირობებში, პენსიის ზრდა უტოპია კი არ არის, არის ყველაზე თავხედური "მესიჯი", რაც კი შეიძლება ამომრჩეველს შეასაღო და მოატყუო. ანუ ერთი პუნქტი უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკა უკან წამოვიდეს და მეორე პუნქტი გვპირდება რომ 1000 ლარიანი პენსია იქნება. შეუსაბამოა და ამისი მხილება მოხდა არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ოპონენტებიც კი აიხლართნენ ამაში, ვერ უგულშემატკივრეს ამ დაპირებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ბუნებრივი იყო, რომ ვიღაც ამხელდა. ამხილეს ოპონენტებმაც კი, არათუ ჩვენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ეს კაცი მიხვდა, საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ და ვერ „გააპრავებდა” ამ ყველაფერს და შეიძლება ამიტომ დატოვა პარტია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დათუნაშვილის მიერ „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

„კომენტარს არ ვაკეთებ“, - ასე უპასუხა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა “ინტერპრესნიუსს” ინფორმაციის დაზუსტების დროს. ამასთან, დათუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, უნდა იყოს თუ არა მისი პოზიცია აღქმული, როგორც „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება.

თავის მხრივ, „ლელოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დათუნაშვილს პარტიის, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად