ლაშა ტუღუში - ევროკომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმას დაჟინებით გვთავაზობს - დაჟინებით იმეორებს, რომ ეს კომპლექსური რეფორმა უნდა იყოს

ევროკომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმას დაჟინებით გვთავაზობს - დაჟინებით იმეორებს, რომ ეს კომპლექსური რეფორმა უნდა იყოს! - აღნიშნული განცხადება “ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა პარლამენტში შეხვედრის წინ გააკეთა, რომლის თემა ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში სასამართლო სისტემის რეფორმაა.

ტუღუშის ინფორმაციით, ის დღეს, ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსის“ ხელმძღვანელ ეკა ციმაკურიძესთან ერთად, პოლიტიკურ ჯგუფებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს გააცნობს, რომელიც სასამართლო სისტემის ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით რეფორმირებას გულისხმობს.

“ჩვენი შეთავაზებების ლოგიკა არის ის, რა რეკომენდაციებსაც ვენეციის კომისია, ეუთო/ოდირი, ევროკომისია გვიწევს - ევროპის ყველაზე ავტორიტეტული მხარის შეთავაზება არის ის, რაც არის ევროპული სტანდარტი.

ყველა საკითხი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ევროპული რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს. გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ საკითხებზე სერიოზულ დისკუსიები დაიწყება და შეთანხმება მოხდება.

სხვანაირად, ძალიან დიდი რისკი ქვეშ ვართ, რომ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპს - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მივიღებთ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში" შემავალი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს