პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ

ფილმ „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ! - ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოხსენებას და მის მხრიდან პრეზიდენტის მისამართ გაკეთებულ შეფასებებს.

მსხილაძის თქმით, ეს იყო არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ პარტიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.

“მან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ფილმ “მონანიების“ პერსონაჟად მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ. მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია