დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს.

„სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ახალი სანქციების სამიზნეს, ასევე, წარმოადგენს რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროები”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კერძოდ, ლონდონმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს: 14 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან ისეთი საბრძოლო მასალის წარმოებასთან, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებული სხვა მნიშვნელოვანი მასალები, ასევე, რუს იმპორტიორებსა და ჩარხების მწარმოებლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემებისა და კომპონენტების წარმოებაში, დაწყებული რაკეტებიდან და ძრავებიდან, დამთავრებული ტანკებით და მოიერიშე თვითმფრინავებით. ასევე, ალმასის მწარმოებელი ორ რუსულ კომპანიას, სპილენძის, თუთიის და ფოლადის მწარმოებლების ხუთ აღმასრულებელს ან მფლობელს და სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

სანქციების სიაში, ასევე, მოხდა სამი ჩინური კომპანია, ორი ბელარუსული, ერთი თურქული და ერთი კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი