დანიის პრემიერი - დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა დანიის თავდაცვის მინისტრთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა.

„დანიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მისთვის საჭირო სამხედრო საშუალებები მიიღოს. თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით უკრაინა ვერ გადარჩება და პოტენციურად შეიძლება ევროპაც ვერ გადარჩეს“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დანია უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო სფეროში დაუჭერს მხარს.

„აღნიშნული ვალდებულებებით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო და ცალსახა სიგნალს ვუგზავნით, რომ ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მეტე ფრედერიკსენმა დანიის თავდაცვის მინისტრთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებაც გამოაცხადა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, მან დიდი რაოდენობით დახმარება უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში წვლილის შეტანას იმ იმედით ვაგრძელებთ, რომ იგივეს უფრო მეტი სახელმწიფო არა 6 ან 12 თვის შემდეგ გააკეთებს, არამედ ახლა, როცა ამის საჭიროება ძალიან დიდია“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ