პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს - ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.

“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული მეორე ნომერი არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ [მედვედევი], საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომა ახსენა, სადაც ევროკავშირმა მკაფიო მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

“[შეხვედრაზე] ძალიან ნათალი გახადეს, რომ სრულიად მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა აგრესიისგან მის კანონიერ დაცვაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს ვუახლოვდებით.

უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეპ ბორელი], წევრი სახელმწიფოები ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ, რათა, როგორ უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის მეტი და უფრო სწრაფი [დახმარება], იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება - საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ა.შ., რათა უკრაინამ საბოლოო ჯამში შეძლოს აგრესორთან ეს ომი მოიგოს,” - განაცხადა სტანომ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა