ბექა ოდიშარია - შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ქართული იდენტობის შენარჩუნებით

ვამაყობ, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუციას თავმჯდომარეობს ჩვენ მიერ არჩეული ჭეშმარიტი პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ამასთან მოყვარული ყველაფრის, რაც ქართულია, დაწყებული რწმენიდან, გაგრძელებული ოჯახით, ხალხით, მშობლიური მიწით და დასრულებული ქართული კულტურით, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო ოპოზიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

„მსგავსი ოპოზიცია არსად მინახავს, უფრო სწორად, ოპოზიციად წოდებული ასეთი რადიკალური ძალები, რომლებიც საბოლოო ჯამში წარმოადგენენ ტირანიის სიმბოლოს. შალვა პაპუაშვილი ამ პირობებშიც კი ახერხებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და კონსტრუქციულობის მაღალი ხარისხი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, მავნე წინაღობის მიუხედავად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი ინტენსიურად მუშაობდა და ასეთივე აქტიურობით განაგრძობს მუშაობას 9 დათქმასთან მიმართებით.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილია პლატფორმები, სადაც ფართოდ არის კარი ღია, მათ შორის, მავნებელი ოპოზიციისთვის. მან დღეს ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ჩვენი და ქართველი ხალხის თვითმიზანი არ არის. შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები მხოლოდ ღირსებით, ქართული იდენტობის შენარჩუნებით და არა ისე, როგორც ამას მოგვიწოდებს არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელსაც თავი მოაქვს ამ ქვეყნის პაპა ციციკორეებად და მეპატრონეებად", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში შევა ფართოდ გაღებული კარიდან.

„მე მჯერა თქვენი, ბატონო შალვა, მჯერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და თქვენი ძლიერი ტანდემის, რომელიც თქვენ და ჩვენ მიერ ხსენებულ ეროვნულ მისიას შეგვასრულებინებს ღვთისა და ერის წინაშე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის აქტივობები შეახსენა ოპოზიციას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო