შალვა პაპუაშვილი - მადლობა საგნობრივი დისკუსიისთვის, ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: „ოლიგარქია“, „კლანი“, სად გაქრა ეს ყველაფერი? - დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია

ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: „ოლიგარქია“, „კლანი“, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს საგნობრივი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა საგნობრივი დისკუსიისთვის. ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია. მიხვდით ხომ, ხალხს რა აინტერესებს? ის თემები, რომელსაც ატრიალებდით 3 წელი, არ იყო ის თემები და საკითხები, რომელიც ხალხს აინტერესებს. კარგია, რომ მიხვდით და საინტერესო იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია