შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები - დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო

მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები - დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ამიტომ ეს არგუმენტი არ არის მისაღები.

„არგუმენტად ეს თუ თქვეს, რომ ოთხასი მოსამართლის ფილტრი იმიტომ არის ჩასატარებელი, დაუსაბუთებელი ქონება შეამოწმონ, მაშინ მათ კვალიფიკაციასთან გვქონია პრობლემა, ვინც ამ არგუმენტს ამბობს. მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები. ეს არის დეკლარაციის გადამოწმება, დაუსაბუთებელი ქონების გადამოწმება - შემოსავალსა და გასავალს შორის არის თუ არა დისბალანსი და შემოსავლის წყარო რა არის. დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, სწავლობს, დეკლარაციებში ხომ არ არის შეუსაბამობა. დეკლარაციაში შეიძლება იყოს მინიშნება, რომ ქონება არის დაუსაბუთებელი. ასე რომ, ესეც არ არის არგუმენტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ