ესპანეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა მასიურმა ხანძარმა სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი 14 სართულიან კორპუსს კამპანარის რაიონში მოედო და მიმდებარე შენობაში გავრცელდა.

მეხანძრეები ბალკონებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ადამიანები შენობაშიც იყვნენ ჩარჩენილი.

დაშავებულია სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეების 20-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობს. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა