ჯო ბაიდენი იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სან-ფრანცისკოში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს, იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის მისი ბრძოლის მიმართ,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსე ნავალნის გარდაცვალების, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ.

შეხვედრას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჯო ბაიდენიც.

„ალექსის სიმამაცის მემკვიდრეობა გააგრძელებს არსებობას იულიასა და დაშაში, ისევე როგორც უამრავ ადამიანში მთელ რუსეთში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს