გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 23 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო არანისი, ჟინვალი, ფასანაური, ხევსა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში; ბარათაშვილის, ქედის, კაკაბაძის, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; ხოლო, 12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს