გიორგი ამილახვარმა საგნობრივ ექსპერტებთან ზოგადი განათლების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასკოლო საგნების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მინისტრმა უშუალოდ საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რევიზიის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლების ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა. ვინაიდან სახელმძღვანელოების მომზადება სწორედ საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე ხდება, ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ყველა საგნის სტანდარტი შესაბამისობაში იყოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა