ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, - განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პრემიერმა უპასუხა რომ „ამ დროისთვის ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა