საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

„გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია