ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “BMS”-ში გადაიყვანა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკის ექიმებმა განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მათივე თქმით, პაციენტი კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია