ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მფრინავების F-16-ზე წვრთნების ამსახველი ვიდეო გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელზედაც ასახულია, როგორ გადიან უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების ინტენსიურ წვრთნებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე დანიაში, Skrydstrup-ის საჰაერო ბაზაზე.

„ყველა უკრაინელი ელის იმ დღეს, როდესაც ჩვენს ცაში პირველი F-16 -ები გამოჩნდებიან, რაც გააძლიერებს ჩვენი ქალაქებისა და თემების დაცვას და ჩვენი უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს. ჩვენი პილოტები და პერსონალი აგრძელებენ წვრთნას, მადლობელი ვარ F-16-ების კოალიციის, რომელიც ამ დღეს აახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი F-16-ები უკრაინის ცაზე მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია