მედია - რუსეთის ციხიდან უკრაინელი მღვდელი გაათავისუფლეს, რომლის დეპორტაცია საქართველოში განხორციელდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს, - ინფორმაციას გამმოცემა Україна Православна ავრცელებს.

ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა დაადასტურა.

„შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა უფალს და მადლობა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ ლუბინეცს - ეს მისი მუშაობის წყალობით მოხდა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში და ასევე ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“ დაადანაშაულეს. მოგვიანებით ის რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს