პრემიერ-მინისტრი - „ლიბერთი ბანკმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა - სწორედ ამის ხარჯზე მოხერხდა ის, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს პროცენტული განაკვეთი, რომელიც საპენსიო სესხებთან არის დაკავშირებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მიზანი იყო, რომ პენსიონერებისთვის ტვირთი შეემსუბუქებინა და ეს მიდგომა „ლიბერთი ბანკმაც“ გაიზიარა. მან მთავრობის გადაწყვეტილება განმარტა, რომლითაც პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შემცირდება. კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას და "ლიბერთი ბანკს".

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც საპენსიო სესხებთან არის დაკავშირებული. დანარჩენი დეტალები დამატებით ზუსტდება. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი, მათგან მოისმენთ ინფორმაციას. როგორც ვიცი, დღეს არის ინტერპელაციის წესით ქალბატონი ნათია თურნავა პარლამენტში, ისიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე. მთლიანობაში ჩვენი სურვილი იყო, შეგვემსუბუქებინა პენსიონერებისთვის ტვირთი, ეს მიდგომა გაიზიარა „ლიბერთი ბანკმაც“, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენი პენსიონერების მდგომარეობას და სწორედ ამ სულისკვეთებით გადაიდგა ეს ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდებათ. ჯამში, საუბარია 150 000-ზე მეტ სესხზე. დღეს პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას უსმენენ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას 7-მა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგი მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა