ირაკლი კობახიძე - პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არასწორი პრაქტიკაა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, არასწორი პრაქტიკაა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებდა პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შესაძლო დაფინანსების საკითხს.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქმედი კანონმდებლობით და ამ მიმართულებით ახალი კანონების მიღება არ იგეგმება.

„რაც შეეხება დაფინანსებას, საუბარი იყო არა არასამთავრობოების დაფინანსებაზე, არამედ პარტიების, პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც არის არასწორი პრაქტიკა. რაც შეეხება ახალი კანონების მიღებას, ასეთი რამ არ იგეგმება. ზოგადად, პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქმედი კანონით, ეს არის გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონი, ამ კანონის ფარგლებში თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ეს არის ანტიკორუფციული სამსახურის საქმე, ამის მიღმა რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა