ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური

მე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა მქონდა, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება - თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სადაც სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა იქნება, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.

„თავის დროზე ასეთი ვითარება იყო, უსამართლო განცხადებები იყო, რაზეც ჩვენ რეაგირება გვიწევდა. მე მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება. სწორედ, ასე წარიმართება დღეს პროცესი. თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ბუნებრივია, ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა იქნება, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალური წვრილი შეიტანა ამ ყველაფერში, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში, სწორედ, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ბუნებრივია დამატებით დადებითად აისახა ურთიერთობების გაღრმავებაზე - საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში