გორის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები გორის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.

„კორპუსის ეზოებს მერია 100 % -ით აფინანსებს. პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს 30-მდე ეზო მოწესრიგდა.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის რეაბილიტაციაც.

მრავალსართულიანი ბინების ეზოები დაზიანების მიხედვით შეირჩევა და რეაბილიტაცია წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა