ირაკლი კობახიძე - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე გულწრფელი საუბარი შედგა ყველა საკითხზე, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი საქართველოს მხრიდან, მათ შორის, 9 პრიორიტეტის ფარგლებში.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ძალიან მეგობრულ რეჟიმში წარიმართა და ასევე, ძალიან საქმიან რეჟიმში, საბჭოს სხდომა. ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია. ძალიან გულწრფელი საუბარი შედგა ყველა საკითხზე, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი მხრიდან, მათ შორის 9 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ასეთი შეფასება გაკეთდა ბატონი ბორელის მხრიდან საბჭოსთან დაკავშირებით. ყველა ვაფასებთ იმ მეგობრულ გარემოს, ბუნებრივია, რომელიც იყო ჩამოყალიბებული, დაფიქსირდა ასოცირების საბჭოზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს