ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ორ ინტერესს შორის ბალანსი უნდა გამოიძებნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბალანსი უნდა გამოიძებნოს ორ ინტერესს შორის, რომელთაგან ერთი არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესი, რომ აშენდეს ახალი საავადმყოფო, მეორე კი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის ინტერესები.

„დღეს გაიმართება შეხვედრა, მე მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ ვიზიტისა და სხვა მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოვახერხე, თუმცა დღეს გაიმართება ეს შეხვედრა. ჩვენთვის მთავარია, რომ გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტის გზა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კლინიკის არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, უმჯობესია, რომ თვისობრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს. აქ რაღაცნაირი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ღია საუბრისთვის ყველაფერთან დაკავშირებით. ორი ინტერესია, რაც უნდა დაბალანსდეს, ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც არის ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, საზოგადოების ინტერესი, ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისთვის, რომ კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული. დანარჩენი, დეტალებზე გვექნება საუბარი, წინასწარ გამიჭირდება შედეგებზე საუბარი, ვილაპარაკებთ ყველა დეტალზე და ამის შემდეგ მოგახსენებთ, როგორი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა