საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსი - „აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი”, გამართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიანი თავდადებული ბრძოლა როგორც დრამატული, ასევე სიამაყის განცდის დღეა და შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსისთვის ზაზა აბზიანიძის ბრწყინვალე ლექსი - „იუნკრები“, შეარჩია.

„გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე თავის მემუარებში წერს: 103 წლის წინ, „როდესაც ლეიტენანტი მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მოულოდნელად მის უკან „ვაშას“ ძახილით იუნკრები გამოჩნდნენ…“. ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები, სტუდენტები, სულ რაღაც 20-25 წლისანი იყვნენ. ისინი იბრძოდნენ მიწის თითოეული გოჯისთვის, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არნახულ ძალას დაუპირისპირეს სამშობლოს სიყვარული და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმესი, მაგრამ სიამაყის განცდით სავსე ფურცელი შეავსეს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, ვინც აქცია-პერფორმანსი დაგეგმა, მათ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში