ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500 ახალი სანქცია გამოაცხადა - ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხდის აგრესიისა და რეპრესიისთვის

ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე მიმდინარე დაპყრობითი ომისა და ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რომელიც იყო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი აქტივისტი და პუტინის ყველაზე მძვინვარე ოპოზიციის ლიდერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები.

„ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხდის აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას.

„ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს