ალექსანდრე კრევო - ასათიანი - რატომ ვაღრმავებთ ჩინეთთან ურთიერთობას, როცა ამერიკაა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი? - ვიდრე ამ ჭაობში ვართ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ამერიკასთან არაფერი წინ არ წავა

ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა არაფერს გვაძლევს, ესაა ცალმხრივი ურთიერთობაა, სადაც ჩინეთი იყენებს თავიდან ბოლომდე საქართველოს ეკონომიკურ ძალას - ჩინეთს დღემდე სანქციები აქვს დაწესებული ქართული სოფლის პროდუქტებზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ალექსანდრე კრევო - ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა არა ჩინეთთან, არამედ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. თუმცა, როგორც ალექსანდრე კრევო ასათიანი აღნიშნავს, „სანამ ამ ჭაობში ვართ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ამერიკასთან არაფერი წინ არ წავა“.

„ქართული ინფრასტრუქტურა ჩინელების ხელშია, ქართველებს აღარ აძლევენ სამუშაო ადგილებს. იძულებულები ვართ, რომ ჩვენი სრულიად ბუნებრივი რესურსები ვაჩუქოთ ჩინეთს და ესაა საბოლოო ჯამში შედეგი. ტყუილია, რომ ამერიკასთან ვაძლიერებთ ურთიერთობას, საბოლოო ჯამში ჭაობში ვვარდებით ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობით. საჭიროა ამერიკასთან, დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა არაფერს გვაძლევს. 2016 წლიდან, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალ რეჟიმით ვაჭრობას, ღვინის გაყიდვა იგივე დონეზე დარჩა, გაიზარდა ჩინელებისგან ქართული ბუნებრივი რესურსების წამოღება. ორმხრივი ურთიერთობა არ არის, ცალმხრივი ურთიერთობაა, სადაც ჩინეთი იყენებს თავიდან ბოლომდე საქართველოს ეკონომიკურ ძალას. ამერიკასთან თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობაზე ხელშეკრულება კი ნიშნავს უამრავი დიდი კომპანიის ყოფნას საქართველოში: „ინტელის“, „სტარბაქსის“, „გუგლის“ და ა.შ. ისინი როცა ჩამოვლენ, დაასაქმებენ ქართველებს და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნიან. ვინც ამბობს, რომ ჩინეთთან ეს აუცილებელია, მაინტერესებს რა კუთხით არის აუცილებელი, ჩინეთთან თუკი ვერაფერს ვყიდით. ჩინეთს დღემდე სანქციები აქვს დაწესებული ქართული სოფლის პროდუქტებზე - ქართული თაფლი აკრძალულია ჩინეთში. რატომ ვაღრმავებთ ჩინეთთან ურთიერთობას, როცა ამერიკაა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც შეგვიძლია შევიდეთ, მაგრამ სანამ ამ ჭაობში ვართ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ამერიკასთან არაფერი წინ არ წავა“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში