თინა ბოკუჩავა - ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ზომები უნდა მიიღოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს

ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური მოტივით იდევნება - სალომე ზურაბიშვილმა ზომები უნდა მიიღოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის გზავნილი მკაფიოა და ეს არის კიდევ ერთი მოწოდება მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

„ევროპის სახალხო პარტია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გმობს ალექსეი ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ. მოითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი - პოლიტიკური მოტივით იდევნება, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და კიდევ ერთი მოწოდება მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ როგორც პირდაპირ პირდაპირ უთხრეს მიუნხენის კონფერენციაზე, მან მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები იმისთვის, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს