მამუკა მდინარაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის ანტიდასავლური კამპანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური კამპანიის ფარგლებში ჯდებოდეს ის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის წარმომადგენლები შეიძლება იყონ „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები, ამაზე ანტიდასავლური ვერაფერი წარმომიდგენია“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა