ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები - ჩემთვის უცნობია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები - ჩემთვის უცნობია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მინისტრებთან და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პარასკევს, 23 თებერვალს, პოლონეთის საზღვართან იქნება.

“იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები - მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ხვალ შეიძლება არ ვიყოთ ამ ბრძოლის მეორე წლისთავის გამო. იქით არ მივდივარ, რომ ვინმე ხვალ გვთავაზობდა [შეხვედრას] - ჩვენ ღიად ვთქვით ეს, რომ მზად ვართ წინადადებებით, გადაწყვეტილებებით, ნაბიჯებით მივდიოდეთ შეხვედრაზე. მზად ვართ 24 თებერვლამდე საზღვართან ვიყოთ. იქნება თუ არა პოლონური მხარე - ჩემთვის უცნობია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლონეთის მხრიდან საზღვრის ბლოკადაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონელი ფერმერები ისეთ პროდუქციას ბლოკავენ, რომელიც ტრანზიტით სხვა ქვეყნებში მიდის.

“უკრაინული მარცვლეული არ მიდის პოლონეთის ბაზარზე - პოლონური მხარის სურვილით. ახალი გზები ვიპოვეთ, მაგრამ როდესაც ტრანზიტზე ვსაუბრობთ, ეს ცოტათი ცდება ევროპულ კანონმდებლობას. ამიტომ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საკითხი მოვაგვაროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს