მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის შესახებ შეახსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანი ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულების დასაცავად.

„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ნორმებისა და პრინციპების შესრულებისთვის,რასაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება. დღეს ევროკავშირი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს მშვიდობიანად თანაცხოვრება და მუშაობა საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად. მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ეს სივრცე დაუყოვნებლივ უნდა გაფართოვდეს.

საქართველომ მტკიცედ გადაწყვიტა, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ახლახან შეუერთდა კანდიდატი ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ევროკავშირში წევრობისკენ ისწრაფვიან", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს გამოეხმაურა.

"საქართველოს უწევს გაუმკლავდეს დეზინფორმაციის უზარმაზარ ტალღებს. მის გასავრცელებლად, ხშირად საერთაშორისო ფორმატები გამოიყენება, რაც არასწორ წარმოდგენას ქმნის საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავება გვიწევს, დეზინფორმაციის გაქარწყლებაზე არ უნდა გვიწევდეს დროის დაკარგვა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს