ბერდია სიჭინავა - დღე არ გათენდება, გახარიას პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობა არ დაიწყონ - საუბრობენ, რომ „გახარია კოალიციაში წარმომიდგენია“, „ჯერ გახარიამ კითხვებს გასცეს პასუხი“ - ვინ გეხვეწებათ?

„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობები აქვს. ხანდახან ვფიქრობ საკუთარი თავის მტრები როგორ არიან-თქო“,- აღნიშნა სიჭინავამ.

ამასთან, სიჭინავამ გადაცემაში კოალიციურ მთავრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევე, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ ორმა რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიამ [ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება] ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღოს, ამ მოცემულობაში ამ ორ პარტიასთან კოალიციის არანაირი საჭიროება არ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე ვისაუბროთ. არ მოხდება, გამორიცხულია! წითელი ხაზია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევე, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პოლიტიკური გუნდი კოალიციას არ შექმნის, გამორიცხულია. 26-ოქტომბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორმა პარტიამ აიღოს 50%-ზე ნაკლები“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, პარტია "საქართველოსთვის" არავის ეხვეწება შეერთებას, რადგან მათ წითელი ხაზები აქვთ გავლებული, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით.

„დღე არ გათენდება ისე, რომ პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან თუ პოზიციიდან გახარიას პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობა და მკითხაობა არ დაიწყონ. ფაქტობრივად, „ტაროს“ კარტი აქვთ გაშლილი. „შეტენვა“ არის ძალიან ბევრი რამ. მაშინ, როდესაც პოლიტიკური აქტორები საუბრობენ, რომ „გიორგი გახარია კოალიციაში წარმომიდგენია“, „ჯერ გახარიამ კითხვებს გასცეს პასუხი, მერე გადავწყვეტთ შევიერთებთ თუ არა“ - ვინ გეხვეწებათ? არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს გავლებული ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით“,- განაცხადა სიჭინავამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო