მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Factor.am თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ახლა უკრაინის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის მომზადება მიმდინარეობს, მაგრამ ვიზიტის თარიღი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის. სომხურ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ თარიღებზე მიმდინარეობს.

ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ ზელენსკის ერევანში ვიზიტი მარტშია მოსალოდნელი.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ვალერი ლობაჩმა აღნიშნული ინფორმაციაა არც დაადასტურა, არც უარყო. როდესაც მას რუსეთ-უკრაინის ომის სამხრეთ კავკასიაზე შესაძლო გავლენის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „რეალურად ახლა ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. რამდენიმე დღეში ამბებს გაიგებთ. ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს", - განაცხადა ლობაჩმა.

როდესაც მას ჰკითხეს, ზელენსკის სომხეთში შესაძლო ვიზიტს თუ გულისხმობს, მან უპასუხა: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაზაფხული ბევრ დადებით მოვლენას მოიტანს სომხეთში.”

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს