ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გელაძეებში ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გელაძეებში ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების განცხადებით, სოფელში ერთი თვის წინ მეწყრულმა პროცესებმა საავტომობილო გზა დააზიანა.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფელ გელაძეებში გადაუდებელი საჭიროებისათვის ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, გზების დეპარტამენტი ცდილობს მალევე დასრულდეს გზის აღდგენითი სამუშაოები. ალტერნატიული გზა სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ერთი თვის წინ სოფელ გელაძეებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, ჯერჯერობით გზის გაწმენდის და აღდგენითი სამუშაოები შეუძლებელია”, - აცხადებენ უწყებაში

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ