ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს