ოლაფ შოლცი - ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

„ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია