აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ინდოეთში მიმდინარეობს

წელს, პირველად აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე Satte 2024 ეცნობიან - რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

„ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინდოეთისთვის საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს, პირველად ამოქმედდა პირდაპირი რეისები ნიუ დელი-თბილისის მიმართულებით. ინტერესი საქართველოს ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია. გამოფენაზე 50 ქვეყნის 1500 -ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარმოდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება