თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის თურქეთი ძალისხმევას გააგრძელებს

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის თურქეთი ძალისხმევას გააგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს.

„უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის თურქეთის ძალისხმევა გაგრძელდება“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დამანგრეველი გავლენა იზრდება და იგი რეგიონსა და მსოფლიოში

„საბოლოოდ, გაჩნდება პირობები, რომელიც დიპლომატიური პროცესის განახლებას შეუწყობს ხელს. ამ გაგებით, ჩვენ ორივე მხარეს კონსტრუქციულ მიდგომას ვთავაზობთ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია