ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მიერ თავის დროზე  სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან, ოღონდ ლამაზი უცხოური სიტყვით შეფუთვით - დღეს სასამართლოს სისტემური პრობლემა არ აქვს

ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავის დროზე სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან, ოღონდ ლამაზი უცხოური სიტყვით შეფუთვით - დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ავტონომიური და მას სისტემური პრობლემა არ გააჩნია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სისტემის შემოღება გაუმართლებელია, რის მიზეზადაც მან ორი საკითხი დაასახელა.

„ე.წ. ვეტინგის შემოღება ორი რამითაა გაუმართლებელი: პირველი ის, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასეთ შემთხვევაში სულ მცირე კონსტიტუციის შეცვლა მოგვიწევს. მეორე საკითხი კი ისაა, რომ შინაარსობრივი მხარეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დაფუძნებული იქნება გარე შეფასებებზე. ანუ, გარე შემფასებლები მოვლენ, რომლებმაც თითოეული მოსამართლე უნდა დაისვან და გამოკითხვის წესით დაადგინონ, კარგი მოსამართლეა, თუ - არა, კეთილსინდისიერია, თუ - არა, პატიოსანია, თუ - არა. აქ რჩება სუბიექტივიზმის უზარმაზარი ველი. მოსამართლე დამოკიდებული ხდება სუბიექტური პირების შეფასებაზე. 400-კაციანი სასამართლო კორპუსი, რომელიც საქართველოშია, გარედან მოყვანილი ადამიანების, ძირითადად უცხოელების, მძევლები ხდებიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი არ დასახელებულა, რატომ შეიძლება, რომ „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უცხო ადამიანების გადაწყვეტილებებზე იყოს დამოკიდებული“.

„ხედავენ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ავტონომიური, სისტემური პრობლემა არ გააჩნია. გამოწვევა და ხარვეზი ყველა ორგანიზმს აქვს, ყველა ინსტიტუციას სჭირდება მუდმივი განვითარება, მაგრამ რასაც სისტემური პრობლემა ჰქვია, ასეთი არაა. აქედან გამომდინარე, არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ ამის არათუ აუცილებლობა არაა, არამედ, არ არის ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უცხო ადამიანების გადაწყვეტილებასა და ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. სადაც ეს გაკეთდა, არსად ამან რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაში, არც კრიმინალთან ბრძოლაში. უბრალოდ, გახდა ვიღაცის მიერ მართვადი. არ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუცია ვიღაცის მიერ მართვადი იყოს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია