ანა დოლიძე - პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ინტერესი არ არის, რამე გაერთიანება იყოს, ან პროცესს პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს - ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება, რათა ევროკავშირში გაიგზავნოს

პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ინტერესი არ არის, ეს რამე გაერთიანება იყოს, ან ამ პროცესს რამე პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს. ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება, რათა ევროკავშირში გაიგზავნოს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დოლიძე განმარტავს, თუ ვისთან ერთად უნდა მოაწერონ რეფორმების დოკუმენტს ხელი, ეს ჯერ არ იციან.

„პარტიას „ხალხისთვის“ აინტერესებს, როგორი პროცესი იქნება, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, ეს იქნება საქმიანი მუშაობის პროცესი, თუ პოლიტიკური პროცესი. ითქვა, რომ აქ არ იგულისხმება არავითარი გაერთიანება, ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობა იგულისხმება, ჩვენ გამოვაგზავნოთ ჩვენი გეგმები და რეფორმების ხედვები რაც გვაქვს და პასუხისმგებლობა ავიღოთ პარტიებმა, რომ რაც ამ გეგმაში წერია, გავაკეთოთ. ჩვენს პარტიას ჩვენი გეგმები, რეფორმები ისედაც გვიწერია, სასამართლოზე ჩვენი პოზიციები ყველამ იცის, შესაბამისად, დავსხდებით და ვიფიქრებთ პარტიულად ეს პროცესი დოკუმენტის ერთობლივი შედგენა რამდენად საინტერესოა. პრეზიდენტმა რა ინფორმაციაც მოგვაწოდა, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ გაერთიანებისკენ არ მიდის. ვინ იქნება ამ პროცესში ჯერ არ ვიცით, ბევრ ადამიანს, პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყოფილ წევრებს, ბევრს უნდა მონაწილეობა, ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის. რაც მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ, გზადაგზა, ჩვენც მოვახსენებთ პრეზიდენტს პარტიულად.

ამ ეტაპზე მისგან[პრეზიდენტისგან] დეტალები მოვისმინეთ, პროცესი როგორ წავა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისთან ერთად უნდა მოვაწეროთ რეფორმების დოკუმენტს ხელი, ჩვენ ჯერ არ ვიცით. წითელი ხაზები იცით რომ გვაქვს - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყოფილი წევრები თანამშრომლობისთვის საინტერესო არ არის, გზაში გავიგებთ რამდენად იქნება ასეთი ფასეულობების ხალხი და შესაბამისად, პარტიულ პოზიციას დავუბრუნებთ საქართველოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტმა თქვა, მისი ინტერესი არ არის, რომ ეს იყოს რამე გაერთიანება, ან რამე პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს ამ პროცეს, ეს იქნება საქმიანი პროცესი და იდეების შედგენას ეხება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაიგზავნოს“, - განაცხადა დოლიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს