ბელგიის პრემიერი - გამარჯვების ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაა

გამარჯვების ერთადერთი გზა სამხედრო დახმარების გაზრდაა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა.

„ისევ კიევში. გამარჯვების ერთადერთი გზა ჩვენი სამხედრო დახმარების გაზრდაა. როგორც პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ჩვენ ამ ომს ერთად მოვიგებთ. ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და გამარჯვებამდე ვდგავართ“, - წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ჰოსტომელში იგი ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა