ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს - ნუ „ნავალნობ!" - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" ახალ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება „ურცხვობაა“.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„ურცხვობაა პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის. „ნაცების“ მცდელობაა, „ნავალნად" წარმოაჩინონ ადამიანი, რომელიც წამებით კლავდა და იჭერდა ყველას, ვინც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ვინც თავისუფალ სიტყვას იცავდა, სამართლიანობას ითხოვდა, აპროტესტებდა თავისუფალი მედიასაშუალებების დახურვას. სწორედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოსულმა, ჯერ კიდევ სტუდენტმა, საკუთარ თავზე გამოვცადე სააკაშვილის და ნაცხროვის ციხის არაადამიანური პირობები. ეს ყველაფერი კარგად იციან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. როგორ შეიძლება მიშას ე.წ. მართლმსაჯულება და ციხეები გახსოვდეს და ნავალნის ადარებდე?!“ - ნათქვამია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია