პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება.

მედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ.

როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

დღევანდელი შეხვედრა გადაწყდა ბატონი პრემიერ-მინისტრის სურვილით, რომ ისევ გაგვეგრძელებინა კონსულტაციები. გუშინ ვიყავით მხოლოდ ექიმები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. მათ გულდასმით მოისმინეს ჩვენი არგუმენტები, ყველა მოსაზრება რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდება ბრძანებულების გამოცემის შემდეგ. რას შეეხებოდა ჩვენი პროტესტი დაწვრილებით მოვახსენეთ და გუშინვე ჩანიშნეს დღევანდელი შეხვედრა,16:00 საათისთვის. ასეთი ფრაზაც იყო ნათქვამი, რომ იქნებიან ჯანდაცვის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის ჩვენი არგუმენტებით, ფაქტობრივი მასალით, ყველა დოკუმენტაცია გვაქვს რაც საჭიროა ჩვენი არგუმენტაციის გასამყარებლად და ველოდებით, რომ საქმიანი შეხვედრები, რომელსაც ამდენი ხნის გამავლობაში ვითხოვდით,როგორც იქნა დაიწყო და ამ კონსულტაციებს ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალი ექნება აუცილებლად”, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია