ირაკლი კობახიძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება - დეტალებს უახლოეს დღეებში შევაჯერებთ

რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა.

ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს.

„რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია